გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მაისს, 07:00 საათიდან 09:00 საათამდე ელენერგია შეუწყდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, რუსთაველის, ქ.მცხეთა/ა.წერეთლის 15, ქ.მცხეთა/არსუკიძის ქ, ქ.მცხეთა/კოსტავას ქ, ქ.მცხეთა/აღმაშენებლის მირიანის, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 16:00 საათიდან 18:00 საათამდე - აბონენტებს ფარნავაზის მოედანზე, რუსთაველის, მტკვრის, ქსნის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გოგნაური, წინკობანი, ამირთა, სეფე და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 14:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ხადა, ჯაღმიანი, შარმიანი, იუხო და მიმდებარე სოფლებს.

12:10 საათიდან დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ღულელები, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, ხევსურთსოფელი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა