ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროებს ძლიერმა ციკლონმა - „ფანიმ“ გადაუარა

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროებს ძლიერმა ციკლონმა „ფანიმ“ გადაუარა. „ბიბისის“ ცნობით, სტიქიის ზონაში ძლიერი წვიმა და ქარია. ქარის სიჩქარემ საათში 195 კილომეტრს მიაღწია.

ორისას შტატიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სწორედ აღნიშნულ შტატში იქნება ციკლონი ყველაზე ძლიერი.

ორისას მეზობელ შტატებშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის გამო არაერთი ავიარეისი და სარკინიგზო რეისი გაუქმდა. სკოლებმა და სამთავრობო დაწესებულებებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

გარდა ამისა, ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამი პორტი დაიხურა. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ორისას შტატში მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო