პანამის დროშით მცურავი გემი შავი ზღვის დაბინძურების გამო, 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

,,პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: პანამის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების გამო 65 ათასი ლარით დააჯარიმდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა