USAID-ის  პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის" ანალიტიკოსი - ენერგეტიკის სექტორში ბლოკჩეინის გამოყენებით შესაძლებელია ანგარიშსწორების ორი თვიდან ერთ დღემდე შემცირება

ენერგეტიკის სექტორში ბლოკჩეინის გამოყენებით შესაძლებელია ანგარიშსწორების ორი თვიდან ერთ დღემდე შემცირება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის" ენერგეტიკული კომპონენტის ფინანსურმა ანალიტიკოსმა, ავთანდილ თოდუამ ენერგეტიკის სფეროში ანგარიშსწორებისთვის შექმნილი ბლოკჩეინის პროტოტიპის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროტოტიპი, რომელზეც USAID -თან ერთად deloitte -ის ამერიკელი ექსპერტები მუშაობდნენ, ენერგეტიკის ჭრილში ანგარიშსწორებაზე იქნება ფოკუსირებული, რის შედეგადაც დროში შემცირდება ტრანზაქციები და გაიზრდება სისტემის ეფექტიანობას.

„ამ ეტაპზე ბლოკჩეინის პროტოტიპი ახალი ენერგეტიკული ბაზრის ჭრილში მხოლოდ ანგარიშსწორებაზე იქნება ფოკუსირებული, შედეგად კი ის ანგარიშსწორების პერიოდი, რომელიც დღეს არის საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარზე, დაახლოებით ორი თვე გრძელდება. ბლოკჩეინის საშუალებით შესაძლებელია ორთვიანი პერიოდის ერთ დღემდე, რეალურ დროში ანგარიშსწორებამდე დაყვანა, შედეგად ჰესები იმ სარგებელს მიიღებენ, რომ აღარ მოუხდებათ ორთვიანი ლოდინი, ასევე გაიზრდება დროითი და ხარჯების ეფექტიანობა, გაიზრდება ბაზრის ოპერაციების გამჭვირვალობა, ოპერაციები გახდება ავტომატური,"-განაცხადა ავთანდილ თოდუამ.

ანალიტიკოსის განმარტებით, შემუშავებული ბლოკჩეინ პროტოტიპი სიმულაციურია და მოხდება თუ არა მისი პრაქტიკაში დანერგვა, გადაწყვეტილების მიმღებებზეა დამოკიდებული. ამასთან, მისივე თქმით, შემდგომი განვითარების შემთხვევაში ბლოკჩეინ სისტემის გამოყენება ელექტროენერგით ვაჭრობის საშუალება შეიძლება გახდეს.

„პროტოტიპი სიმულაციურია, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებებს საშუალებას აძლევს ნახონ რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ტრადიციული მოდელის ნაცვლად ბლოკჩეინის გამოყენება.

შემდგომი ეტაპი შეიძლება იყოს ვაჭრობა. ელექტროენერგის ბაზარზე ფასის ჩამოყალიბებამდე ხდება შეთავაზებების დაფიქსირება მომხმარებლებისა და მიმწოდებლების მხრიდან, რაც შესაძლოა ასევე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით განხორციელდეს“, - განმარტა ავთანდილ თოდუამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა