სკანდინავიური ავიახაზების ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ გაფიცულ მფრინავებთან შეთანხმებას მიაღწია და ავიარეისები მალე აღდგება

სკანდინავიური ავიახაზების ხელმძღვანელი რიკარდ გუსტაფსონი აცხადებს, რომ გაფიცულ მფრინავებთან შეთანხმებას მიაღწია და ავიარეისებს კომპანია მალე აღადგენს. როგორც რიკარდ გუსტაფსონმა აღნიშნა, დაახლოებით 24 საათი იქნება საჭირო იმისათვის, რომ ავიაკომპანიამ სრულად განაახლოს მუშაობა.

მისივე თქმით, მფრინავების ოთხ გაერთიანებასთან სამწლიან შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ სკანდინავიური ავიახაზების მფრინავების გაფიცვის გამო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 4 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. შედეგად ასობით ათასი მგზავრი დაზარალდა. გაფიცვამ ძირითადად სკანდინავიის ქვეყნები დააზარალა. მფრინავები ხელფასების მომატებას ითხოვდნენ, რაზეც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელია. ავიახაზების დირექტორის თქმით, საწვავი გაძვირდა, გადასახადები დიდია, ამიტომაც ანაზღაურების მომატება კომპანიას ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა