მამუკა ბახტაძე - საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები აღიარებული და ვალიდური იქნება ევროკავშირში

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა საქართველოში უმაღლესი განათლების სტანდარტი ძალიან მაღალი იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში" გაწევრიანებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ბახტაძის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროიტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს, ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“. ეს უდიდესი წარმატებაა და ისტორიული მოვლენაა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ჩვენს უნივერსიტეტებში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ გადავდგით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენს უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი, ყველა კრიტერიუმი და მაქსიმალური ფოკუსი უნდა გვქონდეს გაკეთებული ხარისხზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება, რომ არის ვალიდური, უმაღლესი სტანდარტის და ის შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებსა და კრიტერიუმებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალ თვეებში გვექნება ინტენსიური მუშაობა ჩვენს უნივერსიტეტებთან, რომ გავწეროთ სამოქმედო გეგმები და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც მართლაც ისტორიული მოვლენაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსებთან. როგორც იცით, ჩვენ მშპ-ს 6% მივმართავთ განათლებაზე და ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება უმაღლეს განათლებაზე, ჩვენს უნივერსიტეტებზე. დარწმუნებული ვარ „ენკაში“ გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების სტანდარტი ძალიან მაღალი იყოს“, - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა