მიხეილ ბატიაშვილი - ევროპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა, განათლების კუთხით რეგიონში ლიდერ ქვეყნად გვაქცევს

ეს არის ნდობა, რომელიც ევროპის მხრიდან გამოგვიცხადეს ჩვენმა კოლეგებმა. ენკა-ს წევრობა, ხარისხის გაზრდა მართლაც გვაქცევს რეგიონში ლიდერ ქვეყანად განათლების კუთხით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ღონისძიებაზე "ევროპული ხარისხის განათლება" განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა - ჩვენ გავხდით ენკა-ს წევრი, რაც ნიშნავს, რომ საქართველო მიიღეს ერთიან ევროპულ ოჯახში, რაც არის მართლაც უმნიშვნელოვანესი ჩვენი დიპლომების აღიარებისთვის.ყველაფერი რეალურად იწყება ახლა. ეს არის ნდობა, რომელიც ევროპის მხრიდან გამოგვიცხადეს ჩვენმა კოლეგებმა. არის სამუშაოები, დაგეგმილია იმ ევროპული სტანდარტების დანერგვა და იმ ხარისხის გაზრდა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში უნდა განხორციელდეს. დრო იქამდე მიგვიყვანს რომ წევრობა, ხარისხის გაზრდა მართლაც გვაქცევს რეგიონში ლიდერ ქვეყნად განათლების კუთხით. ასევე, მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით წელს გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი",- განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ENQA-ს პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში გამართულ ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს