სოფო კილაძე - ვახტანგ გომელაურთან ჩვენ გვაქვს კითხვები, მათ შორის მაჩალიკაშვილის საქმეზე, რასაც აუცილებლად დაუსვამთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ საქართველო უსაფრთხოების კუთხით სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა. ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებს პლენარულის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც სუსი-ს ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა იგეგმება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, უსაფრთხოების კუთხით საქართველო მოწინავე ადგილზეა ისეთ რთულ რეგიონში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ყოფნა, ვფიქრობ, რომ ამის უკან დგას უსაფრთხოების სამსახურის ძალიან გამართული და ნაყოფიერი საქმიანობა. თუმცა, იმავდროულად ჩვენ გვაქვს კითხვები, მათ შორის მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ოჯახი ეძებს სამართალს და ჯერჯერობით, მან ეს სამართალი ვერ იპოვა. ამ საქმეს იძიებს პროკურატურა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნებოდა ვახტანგ გომელაურის კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ მას კითხვას აუცილებლად დავუსვამთ", -განაცხადა სოფო კილაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა