ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი - პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და იმედი გვაქვს, პროგრესი იქნება

პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები აუცილებლად გაგრძელდება და იმედი გვაქვს, პროგრესი იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, დერივაციული ჰესის "ხადორი-3"-ის მშენებლობასთან დაკავშირებით, პანკისის მოსახლეობასთან მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე: კონკრეტულად რას გულისხმობს მოლაპარაკებებში, ჩიქოვანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მეტ კომუნიკაციას და მოსახლეობისთვის პროექტის სიკეთეების ახსნას გულისხმობს.

"მოლაპარაკებები გულისხმობს მეტ კომუნიკაციას, მოსახლეობისთვის სიკეთეების ახსნას და მათი არასწორი ინფორმირებულობის აღმოფხვრას რისკებთან დაკავშირებით. ეს ალბათ, ყველას ვალია და მარტო მთავრობა ამაში უძლური იქნება. ამ პრობლემის ერთადერთი გამოსავალია ყველას, მათ შორის ინვესტორების, მედიის ჩართულობით მეტი კომუნიკაცია“, -განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, გიორგი ჩიქოვანი განმარტავს, რომ მოლაპარაკება გრძელდება ინვესტორსა და მოსახლეობას შორის და საუბარია რამდენიმე პროექტზე.

"მოლაპარაკება იქნება ინვესტორსა და მოსახლეობას შორის. რამდენიმე პროექტზეა საუბარი. არის რამდენიმე ვარიანტი, როგორ განხორციელდეს სხვადასხვა სისტემის ჰესი - იქნება ეს მოდინებაზე თუ დაგროვებაზე. ასე რომ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ შედეგი მიღწეული იქნება," - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა