დავით სერგეენკო - პაციენტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით, პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციის არასრული მიწოდების გამო, პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა ბევრად ნაკლებია.

„ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ამ პროგრამის მიმდინარეობა და ერთი მთავარი სუსტი წერტილი დავინახეთ, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ ინფორმაციას იღებენ, იღებენ ხოლმე ნაწილობრივ, რადგანაც სუსტი წერტილების დეტექციას რომ ვაკეთებდით, პაციენტი, რომელიც მიიღებს ექიმისგან ინფორმაციას, მიდის მერიაში და არა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რადგან შეჩვეულია, რომ დახმარებას იქიდან იღებს. ის ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ეს ცალკე სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. არასრული ინფორმაციაა მიდის პაციენტამდე. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამ პროგრამის მომხმარებლების რაოდენობა, პროექტის ბენეფიციარების, მოსარგებლეების ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობაა. ამიტომ თქვენი ჩართულობა არის კრიტიკული ამ ყველაფერში. ჩვენ, როგორც ნახეთ, რაიონებისა და დაწესებულებების მიხედვით, ვაკეთებთ მონიტორინგს, სად მეტი პაციენტია ჩართული, იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ორმხრივი და აქტიური გავხადოთ"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ორმხრივი მზაობა არსებობდეს.

„ზოგჯერ ექიმებისგან მომისმენია, რომ ჩვენ იმდენი სამუშაო გვაქვს, მაღალი ხელფასი არ გვაქვს და დავუშვათ, რატომ უნდა შევიწუხო თავი, რომ პაციენტს ავუხსნა ამ პროგრამის შესახებ, სახელმწიფო რას მაძლევს ამის სანაცვლოდო. სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ გამიგია ხოლმე ასეთი დამოკიდებულება. მემგონი, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ხაზს გავუსვამ ცალსახად, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება და გაძლიერება ზეპრიორიტეტული ამოცანაა ჩვენთვის. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორმხრივი მზაობა უნდა დავინახოთ თვითონ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისგან, მზაობა იმისათვის, რომ უფრო გააქტიურდნენ და უფრო მეტი შვება მისცენ თავიანთ პაციენტებს, თუნდაც აი, ამ პროგრამის გამოყენებით",- განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა