“ენერგო-პრო ჯორჯია“ - რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება

,,ენერგო-პრო ჯორჯია“, რუსთავში, ორი ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2 000 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ქვესადგურების „მარჯვენა სანაპიროს“ და ,,პატარა რუსთავის“ სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

„საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვაკეთებთ ქალაქისთვის. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება რუსთავის ენერგომომარაგება. ქვესადგურში ,,მარჯვენა სანაპირო“ დამატებით დამონტაჟდება ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაც კიდევ უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესების პროცესს“, - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა ზურაბ სიხარულიძემ.

ქვესადგურების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო