ელენე ხოშტარიას შეფასებით, პარლამენტის სხდომის მთლიანად დახურვა ვახტანგ გომელაურისთვის „კომფორტის შექმნას ჰგავს“

პარლამენტის სხდომის მთლიანად დახურვა ვახტანგ გომელაურისა და სუს-ისთვის კომფორტის შექმნას ჰგავს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური დეპუტატებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს, თუმცა კითხვა-პასუხის ნაწილი დაიხურება.

„რატომღაც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს სხდომა დახუროს, რაც ჰგავს გომელაურისთვის, სუს-ისთვის კომფორტის შექმნას. გარკვეული საკითხები შეიძლება, მოითხოვდეს დახურვას, მაგრამ ვთავაზობთ, რომ როგორც პირველი მოხსენებაა გახსნილი, კითხვებიც გახსნილი იყოს და საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებზე დაიხუროს, სადაც არის დასაბუთებული საკითხის სენსიტიურობა. მაგრამ სხდომის მთლიანად დახურვა იმას ჰგავს, რომ კომფორტს ქმნიან", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, სუს-თან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

"ფუნდამენტური პრობლემა, რაც სუს-თან გვაქვს, ეს არის ის, რომ ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად, დაკავებულია საარჩევნო პროცესით, ოპონენტების წინააღმდეგ მუშაობით, იმ ფონზე, როდესაც მაგალითად, არ დაუჭერიათ რუსი ჯაშუშები, ასევე პრობლემა გვაქვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის საკითხში. უამრავი უსაფრთხოების გამოწვევაა, რაზეც არ მუშაობენ. ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესშია, რომ არსებული კითხვები ღიად დაისვას, ზოგი კი, თუ მგრძნობიარეა, სხდომა დახუროს",- განაცხადა ხოშტარიამ.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში