სალომე სამადაშვილი - გვაქვს მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ზეგავლენის გაზრდას ჩვენს ქვეყანაზე

"ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის დღეს კითხვების დასმას რუსეთის და საქართველოზე მისი ზეგავლენის შესახებ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

"დღევანდელი შეხვედრა უნდა წარიმართოს ღიად და საჯაროდ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ ინფორმაცია სუს-ის პოზიციებზე. გვაქვს მთელი რიგი შეკითხვები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ზეგავლენის გაზრდას ჩვენს ქვეყანაზე, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით - ამაზე ჩვენ ვერ მოვისმინეთ სათანადო ახსნა სუს-ისგან. როგორც ჩანს, ეს არ არის მათი პრიორიტეტების რიცხვში, რათა რეალურად განახორციელონ ის ღონისძიებები, რომლებიც უპირისპირდება რუსეთის ზეგავლენას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა