ირაკლი აბესაძე - საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა იმაზე საუბარი, რომ პლენარული სხდომის დახურვის შემდეგ ვახტანგ გომელაური რაიმე მნიშვნელოვანს იტყვის

წლების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სერიოზული პრობლემების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ან არაპროფესიონალურ მოქმედებას, რასაც უარესს შედეგებამდე მივყავართ, - აღნიშნული შეფასება სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის წინ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

აბესაძის თქმით, ამის მაგალითად პანკისში განვითარებული მოვლენები და დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებული ძალიან მძიმე პოლიტიკური განცხადებები გამოდგება.

“ამის შესახებ პასუხებს ვერ ვიღებთ ვერც ღია სივრცეში და ვერც დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა იმაზე საუბარი, რომ პლენარული სხდომის დახურვის შემდეგ ვახტანგ გომელაური რაიმე მნიშვნელოვანს იტყვის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პირიქით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მოისმინოს როგორც დეპუტატების კითხვები, ასევე კითხვებზე ვახტან გომელაურის პასუხები, რათა კარგად დაინახონ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ვერ ახერხებს და მისი რესურსები პოლიტიკური ამოცანების შესრულებაზე იხარჯება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღევანდელ სესიაზე სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ, რომელსაც ვახტანგ გომელაური წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა