გიორგი კანდელაკი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება  დემონსტრაციაა იმ ეროზიისა, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა "ქართული ოცნების" ხელში განიცდის

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამერიკული სამხედრო ნაწილების განლაგებაზე ერთ-ერთი დემონსტრაციაა იმ ეროზიისა, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა "ქართული ოცნების" ხელში განიცდის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

"ამისთვის იბრძვიან ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რათა დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები იყოს. ეს სამწუხაროდ, დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ რომც იდგეს, რატომ უნდა ამბობდეს ამას საქართველოს პრეზიდენტი? და ეს არ არის მსგავსი ხასიათის მისი პირველი განცხადება. მაგალითად, მან 2017 წელს მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს წვრთნები. ერთ-ერთი ბოლო განცხადება, მაგრამ არა ერთადერთი, დემონსტრაციაა იმ ეროზიისა, რასაც განიცდის საქართველოს საგარეო პოლიტიკა "ქართული ოცნების" ხელში", - განაცხადა კანდელაკმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის მშენებლობა რეკომენდებულად არ მიაჩნია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს