მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის საკითხზე მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილეს და დაიგეგმა მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება.

სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის 8-პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს