განახლებადი ენერგიის ასოციაციის დირექტორი - სავარაუდოდ, არასამთავრობოების არაჯანსაღი ჩარევის შედეგად მოხდა პანკისში წყლის ამღვრევა და მოსახლეობის მიერ აზრის შეცვლა

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჯერჯერობით პროცესი გაყინულია, წინსვლა ამ მიმართულებით არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებებზე განუცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო და ინვესტორი აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული პანკისის მოსახლეობა მშენებლობის დაწყების შესახებ, აბრამიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას ინფორმაცია ჰქონდა და რაც მოხდა, სავარაუდოდ, არასამთავრობოების ჩარევის შედეგია.

„პანკისის მოსახლეობა ინფორმირებული იყო და არაერთი შეხვედრა იყო გამართული თითქმის ერთი წლის განმავლობაში. შეთანხმება მიღწეული იყო. ჩვენი ღრმა ეჭვით, არასამთავრობოების არაჯანსაღი ჩარევის შედეგად მოხდა წყლის ამღვრევა და მოსახლეობის მიერ აზრის შეცვლა", -განაცხადა აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, ჰესი, რომლის მშენებლობასაც ადგილობრივები აპროტესტებენ, იმაზე ნაკლებ ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს გარემოზე, ვიდრე სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა