ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახელმწიფო დაცვით უზრნველყოფის საკითხი შეიცვალა

პარლამენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფის საკითხი შეიცვალა.

პარლამენტმა 101 ხმით, ერთხმად - “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდება. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, მთავრობა გადაწყვეტს, გაუგრძელოს თუ არა ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვით მომსახურება.

ამასთან, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტში ასახულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე აღარ შეუნარჩუნდება.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ