გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად არის შესაძლებელი

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ერთ-ერთი სიახლე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ეს აფთიაქებია: "PSP", "ავერსი",, "ჯიპისი", "ფარმადეპო" და "სახალხო აფთიაქი".

სამინისტროს ინფორმაციით, ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება.

უწყების ცნობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს,მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ასევე 50%-ით და მეტი ოდენობით სახელმწიფოს მიერ დაფინანსება აქვთ

საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა