დავით ბაქრაძე - ბოლო პერიოდშიც და ამ შეხვედრაზეც ჩვენი პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი შიდა დემოკრატიის საკითხების მიმართ იყო

ამ ბოლო პერიოდშიც და ამ შეხვედრაზეც ჩვენი პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი შიდა დემოკრატიის საკითხების მიმართ იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტსა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდნენ. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს ბევრი კითხვა იყო მიმდინარე სასამართლო რეფორმასა და საარჩევნო რეფორმაზე.

„ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის დგას ისეთი საკითხები, როგორიც არის საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ ამ ბოლო პერიოდშიც და კონკრეტულად ამ შეხვედრაზეც განსაკუთრებული ინტერესი ჩვენი პარტნიორების მხრიდან შიდა დემოკრატიის საკითხების მიმართ იყო. ძალიან ბევრი კითხვა იყო მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, ასევე, სააარჩევნო რეფორმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, როგორ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ისე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იქნას ერთდროულად სტაბილურობაც, დემოკრატიაც და ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს. ასე რომ, შიდა დემოკრატიის თემები არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს დღეს ყველაზე მეტად აღელვებთ შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც. ეს არის ის, სადაც საქართველო ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან ეროზიასა და უკუსვლას განიცდის. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან ერთად სწორედ ისაა, რომ გავაგებინოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, საქართველოს განვითარება გაგრძელდეს, მათ შორის თავისუფალი არჩევნებისა და ამ გზით ხელისუფლების გადაცემის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო