„ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები, სადაც სიტყვა-“ლიბერალურის” ამოღებას ხმაური მოყვა, პარლამენტში ჩავარდა

პარლამენტმა ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტის მომხრე 61 დეპუტატი იყო, 18- წინააღმდეგი.

კენჭისყრას წინ ამ თემაზე ხმაურიანი დებატები უძღვოდა. “ევროპული საქართველოს“ წევრებმა კენჭისყრის გადადება მოითხოვეს, ვიდრე პროექტი საბოლოო სახით არ დაზუსტდებოდა. ანალოგიური პოზიცია ჰქონდა უმრავლესობის წევრებს დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოდგენილი სახით მხარს ვერ დაუჭერდა.

ინიციატორმა ნუკრი ქანთარიამ კენჭისყრის გადადების შეთავაზება არ გაიზიარა, შედეგად კი, კანონპროექტი პირველივე კენჭისყრაზე ჩავარდა.

ამავე პროექტის მიხედვით, კანონს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს შორის არის მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების გაცნობიერება და პატივისცემის განვითარება.

“ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განმარტავენ, კანონით განსაზღვრული მიზნები “ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

იხილეთ ვიდეო: კანონპროექტი, რომელიც "ზოგადი განათლების" კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას ითვალისწინებდა, ჩავარდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა