გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაკითხავენ. სხდომას ესწრება თავად ბრლადებული დავით კირკიტაძე.

ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას დაასრულებს, დაცვის მხარე წარადგენს თვის მტკიცებულებებს და მოწმებს დაკითხავს.

„დღეს ისევ ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. მას შემდეგ, რა ბრალდების მხარე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმების დაკითხვას, მერე დაიკითხებიან ჩვენი მოწმეები. ჩვენ 26 მოწმე გვყავს.

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება მართლწესრიგის მოტივით ბოლომდე ყოფილიყო სხდომა დახურული, რაც მიუღებელი და არასწორია, რადგან არანაირად არ ყოფილა ამის საფუძველი, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებაა და ვერაფერს ვიზამთ“, - აცხადებს კირკიტაძის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გასული წლის 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს