არჩილ თალაკვაძე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ჩავარდნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

„პარლამენტარებს შორის კენჭისყრის დროს გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ კამათი იყო ტერმინთან დაკავშირებით: „ლიბერალური“ თუ „ლიბერალურ-დემოკრატიული“. სინამდვილეში პროექტში იყო ჩაწერილი დათქმა, რომლითაც მეორე მოსმენით უკვე მიღებული იქნებოდა ტერმინი „ლიბერალურ-დემოკრატიული“, როგორც ეს საერთაშორისო თეორიაში და კლასიფიკაციასთან შესაბამისობაშია. ეს კამათი იყო კომიტეტზე, მაგრამ შემდეგ კონსულტაციებით ეს საკითხი დაზუსტდა და დათქმის სახით ასახული იყო უკვე კანონპროექტში. ზოგადად ჩემი პოზიციაც მინდა გითხრათ: ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემა, ღირებულებები ის არის, რაზეც დასავლეთმა და ევროპამ 100 წელზე მეტი იფიქრა და უკვე ძალიან ბევრი დრო არის გასული რაც ამაზე კამათი და ორი აზრი არ არსებობს. ეს კანონპროექტი იქნება შემდგომი სხდომის დღის წესრიგში და გავა ისე, როგორც დღეს იყო დათქმით გამოსული. ეს ტერმინი „ლიბერალურ-დემოკრატიული“ დარჩება", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტის მომხრე 61 დეპუტატი იყო, 18- წინააღმდეგი.

კენჭისყრას წინ ამ თემაზე ხმაურიანი დებატები უძღვოდა. “ევროპული საქართველოს“ წევრებმა კენჭისყრის გადადება მოითხოვეს, ვიდრე პროექტი საბოლოო სახით არ დაზუსტდებოდა. ინიციატორმა ნუკრი ქანთარიამ კენჭისყრის გადადების შეთავაზება არ გაიზიარა, შედეგად კი, კანონპროექტი პირველივე კენჭისყრაზე ჩავარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო