ნიკა მელია - გომელაურს არ სურს, წარმოჩინდეს ისეთად, როგორადაც საზოგადოებაშია ცნობილი - კომპეტენციისგან, მეტიც, შინაარსისგან დაცლილი უწყების ხელმძღვანელი

გომელაურს არ სურს, წარმოჩინდეს ისეთად, როგორადაც საზოგადოებაშია ცნობილი - კომპეტენციისგან, მეტიც, შინაარსისგან დაცლილი უწყების ხელმძღვანელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მისვლას და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ კითხვა-პასუხის ნაწილი დახურულ ფორმატში ჩაივლის.

„ჩვენ ამას რა თქმა უნდა, გავაპროტესტებთ. წარმოუდგენელია, რატომ უნდა დაიხუროს სხდომა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ასეთი, არ მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ საიდუმლოების მატარებელ საკითხებზე. როდესაც მაგალითად, ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით დადგება საკითხი, დავხუროთ სხდომა, მაგრამ კორუფციაზე საჯაროდ ვისაუბროთ. დავსვამთ კითხვებს და მოვისმინოთ გომელაურისგან პასუხი, მაგრამ არ უნდათ, ვინაიდან პასუხი არ აქვთ. მთელი საანგარიშო წლის განმავლობაში მხოლოდ 13 თუ 14 კორუფციული ფაქტი აქვთ გამოვლენილი ქვეყანაში, სადაც თავისივე სტატისტიკური მონაცემებით, 89%-ითაა კორუფციის, ქრთამის აღების ფაქტები გაზრდილი. გაუგებარია, ვის ემალებიან, მაინც ხომ გამოვალთ, დერეფანში მოგცემთ კომენტარს და ვილაპარაკებთ ყველაფერზე, რის ლაპარაკსაც სხდომათა დარბაზში ვაპირებთ? მაგრამ გომელაურს ალბათ, არ სურს, წარმოჩინდეს ისეთად, როგორადაც საზოგადოებაშია ცნობილი - კომპეტენციისგან, მეტიც, შინაარსისგან დაცლილი უწყების ხელმძღვანელი. ეტყობა, არ უნდა, მედიის თანდასწრებით არაკვალიფიციური ჩანდეს. სხდომის დახურვას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი“, - განაცხადა მელიამ.

მანვე ჩამოთვალა ის საკითხები, რომელთა შესახებაც ვახტანგ გომელაურს პლენარულ სხდომაზე კითხვებს დაუსვამენ.

„ბევრი კითხვა იქნება უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარ სახლში, საკუთარ საძინებელში, საკუთარ ლოგინში დახვრეტის თაობაზე. სუს-მა ჩაატარა ეს ოპერაცია, სპეცრაზმი შეიყვანა, ხომ? 2 წელიწადი გავიდა და პასუხი არ არსებობს. იქნება კითხვები პანკისის ხეობასთან დაკავშირებით და ზოგადად, რა უსაფრთხოების ზომებს ატარებს სუს-ი, განსაკუთრებით, ჩვენი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების ძირგამომთხრელი საქმიანობის შესაჩერებლად“, - განაცხადა მელიამ.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა