ადა მარშანია - უკიდურესად მომეშალა ნერვები! საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, დღეს ე.წ. პარლამენტში ძალიან ცუდი რამ ხდება

აბა რა პრეტენზია გაქვთ გამოჩენილო ლიბერალებო! რა გამრუდებული აზროვნების დეპუტატები ჰყავს ქვეყანას, რა დაგემართათ! რა ფეტიშიზმია გაბატონებული ევროპის მიმართ, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კენჭისყრის წინ გააკეთა.

“უკიდურესად მომეშალა ნერვები! ახლა საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, რომ დღეს საქართველოს ე.წ. პარლამენტში ძალიან ცუდი რამ ხდება. ეს პარლამენტი არ არის საქართველოს პარლამენტი, რაშიც მეათასჯერ დავრწმუნდი. აქ ხდება ტერმინოლოგიით მანიპულირება და საქართველო ამ პარლამენტის წყალობით მალე საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს, სადაც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული - ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა. გინდათ, რომ ბავშვების გადაგვარების გზაზე დააყენოთ ქვეყანა. არ გამოგივათ ეს ამბავი“, - განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებდა.

კენჭისყრას წინ ამ თემაზე ხმაურიანი დებატები უძღვოდა. “ევროპული საქართველოს“ წევრებმა კენჭისყრის გადადება მოითხოვეს, ვიდრე პროექტი საბოლოო სახით არ დაზუსტდებოდა. ანალოგიური პოზიცია ჰქონდა უმრავლესობის წევრებს დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოდგენილი სახით მხარს ვერ დაუჭერდა.

ინიციატორმა ნუკრი ქანთარიამ კენჭისყრის გადადების შეთავაზება არ გაიზიარა. შედეგად კი, კანონპროექტი პირველივე კენჭისტრაზე ჩავარდა.

ამავე პროექტის მიხედვით, კანონს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს შორის არის მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების გაცნობიერება და პატივისცემის განვითარება.

“ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განმარტავენ, კანონით განსაზღვრული მიზნები “ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა