ვახტანგ გომელაური - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა,“ - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2018 წელს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის 30 საქმეზე 133 პირიპასუხისგებაში მისცა.

„სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის 30 საქმეზე 133 პირიპასუხისგებაში მისცა. გასული წლების მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. კორუფცია მრავალი მიმართულებით ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოსადმი ნდობას, ასუსტებს დემოკრატიას და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა. საქართველოს ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე. საანგარიშო პერიოდში, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 133 პირი სისხლის სამართლის 30 საქმეზე,” - განაცხადა გომელაურმა.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა