ვახტანგ გომელაური - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აშშ-ის როლი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და სამსახურის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით

გასულ წელს საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის საქმიანობის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებებთან მუდმივი კოორდინაცია, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა. საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შეერთებული შტატების როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და სამსახურის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ინიციატივით, ხელი მოეწერა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებებს 3 ქვეყანასთან (ალბანეთი, იტალია, მოლდოვა). დღეისათვის, ორმხრივი შეთანხმებები გაფორმებულია 23 სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან. აღნიშნული მიმართულებით გრძელდება აქტიური კონსულტაციები სხვა პარტნიორებთანაც. ასევე, ინტენსიურად ვთანამშრომლობდით საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ატაშეებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან,”- განაცხადა გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა