ზაზა გაბუნიას ინიციატივით, თემქისა და სანზონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემქისა და სანზონის მაჟორიტარის ზაზა გაბუნიას ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომლის ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული ფორუმის მიზანს მოქალაქეების დამსაქმებელთან დაკავშირება და სასურველი სამუშაოს მოძიება წარმოადგენს.

„დღეს ხალხს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს დასაქმებაა. ამისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამები და ჩვენ შევეცადეთ ამ ფორუმის საშუალებით სამსახურის მაძიებლები დამსაქმებლებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მონაწილეობით დაგვეკავშირებინა,“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დასაქმების ფორუმში 22 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროდან წარმოადგინეს, მათ შორის მომსახურების, გაყიდვების და სამშენებლო სფეროებიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო