კობა გვენეტაძე ტექნიკის მაღაზიების შიდა განვადებაზე - თვისობრივად, თუ ეს არის სესხი, უნდა მოხდეს ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების გადამოწმება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის აზრით, ტექნიკის მაღაზიების მიერ შიდა განვადების დროს, თუკი ის „თვისობრივად სესხის ხასიათს მიიღებს“, შესყიდვით დაინტერესებული პირის შემოსავლების გადამოწმება უნდა მოხდეს.

ტექნიკის მაღაზიების მიერ მოქალაქეებისთვის შიდა განვადების შემოღების საკითხზე დასმულ კითხვას გვენეტაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა.

"უნდა გავითვალისწინოთ, თუ თვისობრივად რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ფიზიკური პირების ვალდებულებებით დატვირთვა ხდება ისე, რომ არ ხდება მათი შემოსავლის გადამოწმება, ეს თვისობრივად იგივეა, რაც საფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემა და აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ამ დებულების გვერდის ავლის საშუალება. თვისობრივად, თუ ეს არის სესხი, მან უნდა დააკმაყოფილოს ეფექტური განაკვეთის მოთხოვნა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირობები და ამავე დროს, უნდა მოხდეს ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების გადამოწმება," - განმარტა კობა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო