უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების უფლება ექნებათ

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების უფლება ექნებათ.

პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით დაამტკიცა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, “საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“ განმარტებულია, როგორც “კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას“.

“საუნივერსიტეტო მაუწყებლობის“ განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმართა, რადგან “მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მაუწყებლობის უფლებას არ აძლევს. კანონში შესატანი ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოამზადა.

“საუნივერსიტეტო მაუწყებლობის მიზანია: საკაბელო, ონლაინ, YouTube და მობილური აპლიკაციების საშუალებით უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გატანა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან თემატურ სპექტრს, მათ შორის, მეცნიერებას, ბიზნესს, ეკონომიკას, განათლებას, ჯანდაცვასა და მედიცინას, საზოგადოებრივ საქმიანობას, ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მიმართულებებს, გარდა ამისა, მიზანია ტელევიზიის, როგორც სასწავლო–პრაქტიკული ბაზის გამოყენება ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების (და ასევე სხვა ფაკულტეტების), აგრეთვე მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯების სტუდენტთა დასპეციალებისა და ბაზარზე მათი დასაქმების მომზადებისთვის“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, საუნივერსიტეტო მაუწყებლობას თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დააფინანსებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა