პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2019-2020 წლებისთვის კონკრეტული საბიუჯეტო რესურსია გამოყოფილი, რომლითაც კონკრეტული მიზნები უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, აუცილებელია ყველა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთე და კიდევ გავაკეთებ. ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც არერთხელ დამიფიქსირებია თქვენთან საუბარში. 2019-2020 წლებში ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ყველა იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საზოგადოებას შევპირდით. ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა არის საკმაოდ რთული პროცესი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყველა უწყება, ყველა სამინისტრო მუშაობდეს განსაკუთრებულ, ეფექტურ რეჟიმში. ჩვენთვის შესაბამისად, სიჩქარეს და ტემპებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნების მიღწევას, იმ ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში, როგორც 2019 ასევე 2020 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე მე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო