მარიამ ჯაში - თუკი ჩვენი კოლეგები მიიღებენ გადაწყვეტილებას, „ზოგადი განათლების კანონში“ შესატანი ცვლილებები ხელახლა გავა კენჭისყრაზე

თუკი ჩვენი კოლეგები მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული კანონპროექტი ხელახლა გავა კენჭისყრაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მას შემდეგ განუცხადა რაც, „ზოგადი განათლების კანონში“ შესატანი ცვლილებები პირველ მოსმენაზე ჩავარდა.

„კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზეც და პლენარული განხილვის დროსაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა შემოთავაზებას კონვენციასთან ჰარმონიზაციის ინციატივას, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულების ჩანაწერის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ეს იყო დათქმა. თუმცა, დღეს ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს გადაწყვეტილება და პირველი მოსმენით არ იყო მხარდაჭერილი დათქმის გათვალისწინებით აღნიშნული ინიციატივა. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ხელმეორედ მოხდეს ინიცირება იმ დათქმის გათვალისწინებით,რაც ახლა იყო“, - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტის მომხრე 61 დეპუტატი იყო, 18- წინააღმდეგი.

კენჭისყრას წინ ამ თემაზე ხმაურიანი დებატები უძღვოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს