თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ გახსნეს. სააგენტოს მიერ ჩატარებული ფორუმების მიზანს, დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს.

ფორუმის მონაწილე კომპანიებს შორის იყვნენ: „გუდვილი“, „ვენდისი“, „სპარი“, „ჯიბე“, „ნიკორა“, „სუფთა სახლი“, „ჯიდიელი“, „თბილისისერვისჯგუფი“, „ვიქტორია სექიურითი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „რითეილ ჯგუფი“, აჭარა ჯგუფი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „გორგია“ და სხვ.

დასაქმების ფორუმი თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას ინიციატივით გაიმართა და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენდნენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.

ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. 2018 წელს, სააგენტოს პროგრამების საშუალებით, ჯამში, 2000-მდე ადამიანი დასაქმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა