კარლ ჰარცელი - ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე მეტი დრო არ დახარჯა

ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა პარლამენტს დაეკისრება.

„ძალზე მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად, აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში რჩევების გაცემის კუთხით. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომელთა მიღწევაც ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე. მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით, პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეპუტაციას ეხება,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა, რომლის ქართულ თარგმანს „რუსთავი2“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს