სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, 2018 წლის ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოავლინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინფორმაციისთვისმომართავენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე კერძო პირები და მედია-საშუალებები. ყოველწლიურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაცია 40-მდე სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ღია და გამჭვირვალე ინსტიტუცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ჯილდოს მფლობელი უკვე მეოთხედ გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს