საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამართულ ღონისძიებაზე - 2018 წლის ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოებაზე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძე ესწრებოდა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, სადაც ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დასახელება/დაჯილდოებასთან ერთად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის შედეგებიც იყო წარმოდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო