თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი ნატო-სგან დისტანცირებას არ ცდილობს

თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ყიდვით ნატოსგან დისტანცირებას არ ცდილობს, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.

„არ არსებობს პირობა, რომლის მიხედვითაც უნდა გვითხრან „გამოეთიშებით, თუ იყიდით S-400 სისტემას რუსეთისგან“. ჩვენი გარიცხვა მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე ქვეყანას ასე სურს, არ იქნება სამართლიანი. ეს არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ანკარამ რუსეთისგან S-400-ის ყიდვის შესახებ განაცხადა, რის გამოც აშშ-მა თურქეთი გააფრთხილა, რომ ის ამერიკისგან F15-ის ტიპის გამანადგურებლებს ვეღარ მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო