მეუფე ანტონი - დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია, - ასე აფასებს ვანისა და ბაღდათის მეუფე ანტონი დავით გარეჯის შესახებ კომისიის შექმნის საკითხს.

„ამაზე გვიან შექმნა უკვე აღარ შეიძლება და ძალიან მინდა, რომ ეკლესიამდე არ მოვიდეს, ჩვენს პასუხისმგებლობამდე არ მოვიდეს ეს, იმიტომ, რომ ეკლესიას არ აქვს დედამიწის მოწყობა მოვალეობაში, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ვისაც ავალია დედამიწის მოწყობა, ისინი ვერ აწყობენ, მაშინ რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებთ ვერც ჩვენ", - განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, როგორ განვითარდება პროცესები, თუკი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისევ ჩაკეტეს გზა, მეუფე ანტონი აცხადებს: "მე მგონია სახელმწიფო გასცემს პასუხს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო