ილიაუნში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

4 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლიკა ტორიკაშვილი გამართავს საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს „SDG თაობა: როგორ ვაქციოთ მიზნები მიღწევებად“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს განვითარების ფონდიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10 ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთი წარმატების ისტორიასა და ამ წარმატების გზაზე არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ისაუბრებენ.

„გენდერული სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში იმდენად გავრცელებულია, რომ მოზარდებს ხშირად უჭირთ იმის გააზრება, რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინოს გენდერული საკითხებისადმი არაჯანსაღმა შეხედულებებმა მათ პიროვნულ განვითარებაზე. იმისათვის, რომ სტერეოტიპების მსხვერპლნი არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვ. ფორუმის უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდები დააფიქროს არსებულ სტერეოტიპებსა და იმ როლზე, რომელსაც ანიჭებენ ქალებს განათლების, კულტურისა თუ მდგრადი განვითარების სხვა სფეროებში. ისინი გაეცნობიან სტერეოტიპების იდეას და განიხილავენ გენდერული სტერეოტიპების უსამართლო ბუნებას, ასევე იმსჯელებენ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის მეხუთე მიზნის – გენდერული თანასწორობის შესახებ.

ღონისძიების სტუმრები იქნებიან: დიდი ბრიტანეთიდან შაზია რამზანი და კაინათ რიაზი , ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის, მალალა იუსუფზაის თანაკლასელები, რომლებიც წლების განმავლობაში მალალასთან ერთად იბრძვიან, რათა ყველა გოგონას ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება, ასევე კარენ სუდრი – ისრაელის ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში და აზიზა აზნიზანი – მალაიზიის "Paint the World-ის" დამფუძნებელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება გაეროს სააგენტოებთან – გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 30 წლის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც პროექტის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მუშაობას შეძლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა