გია ნოდია - არ არსებობს იმის განცდა, რომ ხელისუფლებაში არის ვიღაც, ვინც პასუხს აგებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» პოლიტიკის ანალიტიკოს გია ნოდიას ესაუბრა.

- ბატონო გია, ფაქტია, რომ არჩევნების მოახლოების ფონზე შიდა პოლიტიკაში პროცესები აშკარად დაჩქარებულია. თქვენ როგორ შეაფასებდით 19 მაისის არჩევების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- თუ ხელისუფლებიდან დავიწყებთ საუბარს, ფაქტია, რომ პრობლემებია ყველა სფეროში. ხელისუფლება კარგავს პოპულარობას, იცის, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, ანუ აღიარებს იმას, რომ რაღაც შესაცვლელია.

ხელისუფლება კარგავს პოპულარობას, იცის, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, აღიარებს რომ რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ჩანს რომ ის რაიმეს შეცვლას აპირებს

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საზოგადოება საქვს საფუძველი უკმაყოფილო იყოს და თქვა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ არ ჩანს, რომ ის რაიმეს შეცვლას აპირებს.

ამ დაპირებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ივანიშვილი რაღაცას მაინც შეცვლის. პერიოდულად გორდება სკანდალები, რომელიც რაღაცნაირად აჩვენებს ხელისუფლების სისუსტეს.

- ვხედავთ, რომ როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის 19 მაისის არჩევნებში გამარჯვება საკმაოდ პრინციპული საკითხია. გასაგებია, რომ ეს არჩევნები 2020 წლის რეპეტიციაა და ახლა თუ არ წყდება არჩევნების ბედი, აშკარაა, რომ 2020 წლის არჩევნები იტესტება. ორივე მხარე თავისი ტაქტიკითა და სტატეგიით მოქმედებს. უფრო მკაფიოდ ჩანს ოპოზიციის ტაქტიკაცა და სტრატეგიაც. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ძალების მოქმედებას?

- ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს. ოპოზიციას საზოგადოებისგან აქვს მოთხოვნა ოპოზიციის მეტი ერთიანობის, საზოგადოებას უნდა იყოს ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა, მაგრამ ოპოზიცია ხშირად ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

როგორც ჩანს, გაერთიანებულ ოპოზიციას ერთგვარად აქვს მმართველობის პრობლემები. მათი რეალური ლიდერი მაინც მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ფიზიკურად სხვაგან არის და არ შეუძლია გუნდის მმართველი იყოს. ეს ამ მოძრაობას პრობლემებს უქმნის

არის გარკვეული შეთანხმება ორ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას შორის, მხედველობაში მაქვს გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ და ახლა უკვე „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი, მაგრამ დავინახეთ, რომ სადღაც შეთანხმებები ირღვევა, მხედველობაში მაქვს მარნეული და ჭიათურა.

„ევროპული საქართველო“ ორგანიზებული ძალაა, მაგრამ აკლია ქარიზმატული ლიდერები და ვერ ასხივებს ძალას. ვერ ვიტყვით, რომ მის მიმართ ამომრჩეველი აპათიურია, მაგრამ არ იგრძნობა მისი, როგორც ოპოზიციის მიმართ ენთუზიაზმი. ეს კი, რა თქმა უნდა, მისი სისუსტეა

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებას და ოპოზიციის ყველა ფრთას გარკვეული პრობლემები აქვთ. როგორც ჩანს, გაერთიანებულ ოპოზიციას ერთგვარად აქვს მმართველობის პრობლემები. მათი რეალური ლიდერი მაინც მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ფიზიკურად სხვაგან არის და არ შეუძლია გუნდის მმართველი იყოს. ეს ამ მოძრაობას პრობლემებს უქმნის.

„ევროპული საქართველო“ ორგანიზებული ძალაა, მაგრამ აკლია ქარიზმატული ლიდერები და ვერ ასხივებს ძალას, საზოგადოების ნაწილში მას აკლია დამოუკიდებელი ძალის პროეცირება. ვერ ვიტყვით, რომ მის მიმართ ამომრჩეველი აპათიურია, მაგრამ არ იგრძნობა მისი, როგორც ოპოზიციის მიმართ ენთუზიაზმი. ეს კი, რა თქმა უნდა, მისი სისუსტეა.

- ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ არაერთი მიმართულებით ხდება სხვადასხვა ხასიათის სკანდალები, მათ შორის იმგვარი ტიპის, რაც ქვეყნისათვის რისკებს აშკარად ზრდის. თუ ამ პროცესს დინამიკაში წარმოვიდგენთ, თქვენი აზრით, არჩევნების გამო რამე ისეთ ზღვარზე ხომ არა ვართ, რაც შიდა პოლიტიკაში ვითარების გაართულებდა და ქვეყნის წინაშე რისკებს გაზრდიდა?

- სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების ეროზიას ბევრი მიმართულებით. არ ჩანს, რომ ქვეყანს ჰყავს პატრონი. პატრონი ასოცირებულია ივანიშვილთან, მაგრამ ივანიშვილი რაღაცნაირად არ აღიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მის წინაშე რეალურად არის. გასაგებია, რომ ის რიგითი მოქალაქიდან „დაწინაურდა“ მმართველი პარტიის ლიდერობამდე, მაგრამ ის, მაინც არაფორმალურ ლიდერად რჩება იმ აზრით, რომ ის მმართველი გუნდის ხელმძღვანელია. მამუკა ბახტაძეს არავინ სერიოზულად არ აღიქვამს, როგორც ქვეყნის ხელისუფლების ლიდერს. ისე გამოდის, რომ ის მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მენეჯერად აღიქმება.

არ არსებობს იმის განცდა, რომ ხელისუფლებაში არის ვიღაც, ვინც პასუხს აგებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე. ცხადია, ეს იწვევს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობას

გამოდის, რომ ყველაზე ძლიერი ფიგურა, რომელიც ხელისუფლების სახელით საუბრობს, არის გიორგი გახარია, მაგრამ იგი უფრო დემაგოგობს, ამაში სხვაზე აშკარად ძლიერია და ვერბალურ სიტყვიერ შერკინებაში შედის ოპოზიციასთან, ხანდახან უფრო ეფექტურად, ხანდახან ნაკლებად ეფექტურად, მაგრამ ის უფრო ახერხებს გაექცეს რაღაცის თქმას, ვიდრე რამეს რეალურს ამბობს. გახარია არათანმიმდევრულია თავის გამონათქვამებში, რაც ვნახეთ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებისას.

არ არსებობს იმის განცდა, რომ ხელისუფლებაში არის ვიღაც, ვინც პასუხს აგებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე. ცხადია, ეს იწვევს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს, მიმართ უნდობლობას. პანკისის მოვლენებმა ხელისუფლების ეროზია და არაეფექტური მოქმედებები დაგვანახა.

- საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები კიდევ უფრო გააღრმავა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულმა კანონმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის შესახებ, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოაწერა.

უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის მიღების გამო მმართველი გუნდი დატოვა დეპუტატმა ლევან კობერიძემ. მისი თქმით ამ კანონის მიღება „იქნება ნაღმი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისათვის“. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური მომავლისათვის ნაღმი აღმოჩნდეს?

- უამრავი ნაღმია, საკმაოდ ბევრი ნაღმია დაგროვილი. რომელი უფრო ფეთქებადსაშიშია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხელისუფლება დანაღმულ ველზე დადის. სასამართლოს საკითხის სიმწვავე იმაშია, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლოდინი იყო, რასაც „ოცნებისაგან“ საზოგადოება მოითხოვდა - „ოცნება“ ხალხს პირდებოდა დამოუკიდებელ სასამართლოს.

ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი იყო მასზე დამოკიდებული სასამართლო და ასეც მოხდა. იგი სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემას არც აღიარებს. ვიცი, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება იოლი საქმე არაა, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისათვის ხელისუფლებამ პრობლემა უნდა აღიაროს

ახლა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ის, რომ ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური ნება არ აქვს რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ხელი შეუწყოს. ხელისუფლება ჯიუტობს იმის თქმაში, რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არაა და საპირისპიროს ამტკიცებს - მმართველ გუნდში თვლიან, რომ ამ სასამართლოს საკითხში ყველა ბრმაა და შარზეა.

აშკარაა, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი იყო მასზე დამოკიდებული სასამართლო და ასეც მოხდა. იგი სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემას არც აღიარებს. ვიცი, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება იოლი საქმე არაა, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისათვის ხელისუფლებამ პრობლემა უნდა აღიაროს.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება ამ პრობლემასაც არ აღიარებს. არადა, პრობლემის არაღიარება დიამეტრალურად განსხვავებულია საზოგადოებრივი განწყობის. საზოგადოება ხედავს პრობლემას, ხედავს „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ვერ ხედავს ივანიშვილი და კობახიძის გარშემო შემოკრებილი ხალხი.

- პარლამენტში ახალი რეგლამენტის შესაბამისად მინისტრებმა მისვლას მოუხშირეს. ეს რომ კარგია, არავინ დავობს, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება ბევრ თემებზე ღიად ესაუბროს როგორც დეპუტატებს, ისე საზოგადოებას.

მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში დაწესებულ ახალ რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მოსმენას ითვალისწინებს? ამის შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტული მინისტრების პარლამენტში გამოსვლებზე...

- ჩემი აზრით, თავისთავად ეს ფორმა პროგრესია, რადგან მინისტრების პარლამენტში მისვლა დემოკრატიის ერთგვარი ნიშანია. მინისტრებს ეკისრებათ ვალდებულება უპასუხონ დეპუტატების კითხვებს. ცხადია, რომ ასეთ დროს კითხვების დასმაში ოპოზიცია უფრო აქტიურია. მინისტრებიც ცდილობენ ოპოზიციის კითხვებზე გასცენ პასუხები. კარგია, რომ ეს პროცედურა წესად დამკვიდრდა.

მინისტრების პარლამენტში მოსვლის ღირებულება უნდა იყოს იმაში, რომ საზოგადოებამ მათგან ძალიან კონკრეტულ კითხვებზე მიიღოს პასუხები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხების გაცემისას ძირითადად ზოგადი რიტორიკით შემოიფარგლებიან

სხვა საკითხია, რომ მართლაც უამრავი კითხვები რჩება პასუხგაუცემელი. ფაქტობრივად მინისტრების პარლამენტში მისვლიდან აქტუალურ თემებზე პასუხებს კი არ იგებს საზოგადოება, არამედ თვალს ვადევნებთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რიტორიკულ შერკინებას. ეს მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია წინ წამოწევს ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო თემებს, ხოლო მინისტრები ცდილობენ ამ კითხვებს ან ხუმრობით, ან ზოგადი რიტორიკით პასუხობენ.

მინისტრების პარლამენტში მოსვლის ღირებულება უნდა იყოს იმაში, რომ საზოგადოებამ მათგან ძალიან კონკრეტულ კითხვებზე მიიღოს პასუხები, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხების გაცემისას ძირითადად ზოგადი რიტორიკით შემოიფარგლებიან.

- პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლა მრავალმხრივ საინტერესო იყო. ზოგს მის გამოსვლა არ მოეწონა, ზოგი პირიქით, მიიჩნევს, რომ გახარია ქართულ პოლიტიკაში ახალ სტილს ამკვიდრებს და მთავრობაში ყველაზე ადეკვატურად გამოიყურება. ბევრი თქვენსავით ამბობს, რომ მას დემაგოგობა კარგად გამოსდის. თქვენი აზრით, პარლამენტში გახარიას ბოლოს გამოსვლაშიც დემაგოგია სჭარბობდა?

- რა თქმა უნდა, გახარია ხედავდა პარლამენტში მისი მისვლის ამოცანას, მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობისას, მაგრამ არა იმაში, რომ საზოგადოებას რეალურად აუხსნას თუ რა ხდება ქვეყანაში, არამედ მომგებიანად წარმოაჩინოს მისი და მთლიანობაში მთავრობის საქმიანობა.

გახარია ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედარებით მართლაც ადეკვატური ჩანს. ის დროდადრო სწორი დებულებების გასროლით კარგად ახერხებს თავის დაძვრენას პასუხისმგებლობისგან იმ აშკარა წარუმატებლობის გამო, რაც ხელისუფლებას აქვს

გახარია ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედარებით მართლაც ადეკვატური ჩანს. ის დროდადრო სწორი დებულებების გასროლით კარგად ახერხებს თავის დაძვრენას პასუხისმგებლობისგან იმ აშკარა წარუმატებლობის გამო, რაც ხელისუფლებას აქვს.

- შს მინისტრმა გახარიამ აღიარა, რომ ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში შეცდომა დაუშვა, მაგრამ კითხვაზე თუ როგორ აპირებს ხელისუფლება პანკისური ჩიხიდან გამოსვლას თქვა - „დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ“!

პანკისელები პატრიარქთან იმყოფებოდნენ, მათი საუბრებიდან ასეთი რამ გამოიკვეთა - კი, ჩვენ რაღაცები შეგვეშალა, მაგრამ გვაპატიეთ. არადა მინისტრმა გახარიამ პარლამენტში ბრძანა - არავის მიეცემა საშუალება შეზღუდოს პოლიციის მოქმედება. ასეთ ვითარებაში სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი?

- სამწუხაროდ, ხელისუფლებამ პანკისში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი. ახლა ისეთი ვითარებაა, როგორც რუსულ ზღაპრებში - მარჯვნივ წახვალ ცუდია, მარცხნივ წახვალ ცუდია. რეალური შედეგი არის ის, რომ ხელისუფლება ეცადა პანკისის ხეობაში ეჩვენებინა ძალა და აჩვენა სისუსტე.

რეალური შედეგი არის ის, რომ ხელისუფლება ეცადა პანკისის ხეობაში ეჩვენებინა ძალა და აჩვენა სისუსტე

გახარიას გამონათქვამი, რომ პოლიციისთვის დახურული ზონები არ უნდა არსებობდეს, ზოგადად სწორია. გახარიამ ასევე თქვა - ვინც არეულობაში მონაწილეობდა, დაისჯებიან, მაგრამ ვითარება ისეთია, რომ ის ამას ალბათ ვერ მოახერხებს.

პრობლემა სხვა რამეშია, მხედველობაში მაქვს ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სხვა სახის პრობლემები დაგროვდა. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში პოლიციამ ძალა უნდა აჩვენოს, მაგრამ ძალის გამოყენებისას მას უნდა ჰქონდეს მორალური უფლება.

საზოგადოება უნდა ხედავდეს რომ პოლიტიკას თანმიმდევრული და გასაგები პოლიტიკა აქვს. არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქეთაც პოლიცია კანონის დამრღვევებს ვერ შეიწყალებს. პრობლემაც იმაშია, რომ „ოცნება“ აქამდე ასეთ რამეს არ აკეთებდა. ის ამ საკითხს წმინდა პოლიტიკურად უგებოდა. ბევრჯერ ვნახეთ, როდესაც აშკარა და დაუფარავი დანაშაულის ჩადენის შემთხევაში, განსაკუთრებით ოპოზიციის წინააღმდეგ, არავინ დასჯილა.

მე არავის მხრიდან ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ ძალადობის გამოვლინებების შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლები დასაჯა, მაგრამ თავისი მხარდამჭერები ასეთივე ძალადობისთვის არ დაუსჯია. პოლიციამ ხისტი და უკომპრომისო პოზიცია მხოლოდ ოპოზიციონერების ირაკლი ჩხვირკიას, დათო კირკიტაძისა და სხვათა მიმართ გამოავლინა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. იმ კურსს, რომელიც ქვეყანას სულ მცირე 15 წელია აქვს

პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ისეთი ვითარება, როცა დასჯის მექანიზმი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ნაციონალების“ მიმართ არის გამოყენებული. სხვა სახის ძალადობა საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან, როგორც წესი არ ისჯება.

პანკისის გარდა, ხალხი ჰესების მშენებლობას სვანეთში, სამეგრელოში, აჭარაში დაუპირისპირდა. სხვა საკითხია ისინი სწორად იქცევიან თუ არა, მაგრამ ხალხს, ყველგან სადაც პროტესტი იყო, თავისი გაუვიდა ანუ შეჩერდა მშენებლობა. გაუგებარი ისაა, რატომ მოინდომა ხელისუფლებამ ძალის მხოლოდ პანკისის ხეობაში დემონსტრირება. ასეთ ფონზე სულაც ბუნებრივად გამოიყურება ის, რომ პანკისელებს გასჩენოდათ უსამართლობის განცდა.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი არ ემხრობა საქართველოში ამერიკული ბაზების სავარაუდო განთავსებას პოლიტიკურ წრეებში დიდი ხმაური და განხილვა მოჰყვა.

დავინახეთ, რომ პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ „ოცნება“ შეეცადა სალომე ზურაბიშვილისაგან დისტანცირებას. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა თუ როგორ აღიქვეს საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება ვაშინგტონში, მოსკოვში ანდა ანკარაში?

- ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება საქართველოსთვის საზიანო იყო. ჩვენ ვიცით თუ როგორ იქნა არჩეული ზურაბიშვილი პრეზიდენტად, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ის არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. იმ კურსს, რომელიც ქვეყანას სულ მცირე 15 წელია აქვს.

შესაძლოა, ამგვარმა განცხადებებმა საქართველოს შეუქმნას არამყარი პარტნიორის იმიჯი. შიდა პოლიტიკაში ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის ბევრი კამათი გვინახავს, მაგრამ საგარეო პოლიტიკა აქამდე ასე თუ ისე ყოველთვის თანმიმდევრული იყო და ეს იყო ჩვენი ძლიერი მხარე, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე გამოსული აქტორის.

გასაგებია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ბევრი უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ აქვს დიდი ლეგიტიმაცია. ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებში გაკვირვებას გამოიწვევდა, ხოლო მოსკოვში ალბათ იმედს. ეს კი ქვეყნისთვის აშკარად საზიანო გახლავთ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა