მეუფე იაკობი დავით გარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავს

მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გააგრძელებენ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

„კონტაქტი ჩვენ გვექნება აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებასთან უშუალოდ. ვიმოქმედებთ და შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ ჩვენც და აზერბაიჯანელებიც და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება დელიმიტაციის კომისიას, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობის შედეგზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია.

„ჯერ შედგეს კომისია, შევხედოთ რამდენად სანდო ხალხი იქნება შესული. ალბათ, როდესაც შემადგენლობა დასახელდება, მერე გავაკეთებთ პროგნოზს", - აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია