პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს, რომელიც საქართველოში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის სესიის ფარგლებში იმყოფება, სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებზე გამახვილდა, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამ კონტექსტში პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განიხილეს აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების პერსპექტივა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ მხარეს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრისას, ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების როლზე ისაუბრა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრისას, ასევე ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა