ირაკლი კოვზანაძე შიდა განვადებებზე - ვფიქრობ, რომ ჯერ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში შეიძლება ვიყოთ და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ რამე სისტემური პრობლემა წარმოიშვას

ვფიქრობ, რომ ჯერ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში შეიძლება ვიყოთ და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ რამე სისტემური პრობლემა წარმოიშვას, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ტექნიკის მაღაზიების მიერ დაანონსებული შიდა განვადების კომენტირებისას განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, შიდა განვადება აპრობირებული მეთოდია და ამ ეტაპზე რაიმე პრობლემას ამ მიმართულებით ვერ ხედავს.

„შიდა განვადებები მსოფლიოში აპრობირებული ფორმაა და მრავალი კომპანია იყენებს. საქართველოშიც გარკვეულმა კომპანიებმა შეიძლება ისარგებლონ შიდა განვადებებით. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით რამე პრობლემა არ არის. ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული რეგულაციები შემოიღო და სწორი ნაბიჯები გადადგა, რადგან რეგულაციების არშემოღების შემთხვევაში საფინანსო და არასაბანკო ნაწილში შესაძლოა, სისტემური პრობლემები ჩამოყალიბებულიყო,“-აცხადებს კოვზანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა