შშმ პირებისთვის შესაბამისი სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება.

პარლამენტის ბიუროს 6 მაისის სხდომაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები წარედგინება, რომლის გათვალისწინებით, ჯარიმების ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება.

პროექტით ჯარიმა დადგენილია შემდეგნაირად: - თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონების ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.

კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო წერილობით მითითებას ადგენს და დაავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30-დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს, რომ მეორე დაჯარიმების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება არანაკლებ 30 დღის ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი სანქციის გაორმაგებული ოდენობით. აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ მოვა შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე, ირაკლი ბერაია და ვანო ზარდიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა