ნინო ბურჯანაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს შეხვედრა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუბენ სადოიანთან გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, შეხვედრისას ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში, ორ ქრისტიანულ სახელმწიფოს შორის იყოს კეთილმეზობლური ურთიერთობა, საქართველო და სომხეთი კი საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ და ეს უკვე ტრადიციად ქცეული ურთიერთობა მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციასა და „დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„შეხვედრის მთავარი მიზანია, სომხეთის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჩემეული ხედვა და ასევე, ჩემი და ჩემი გუნდის მიზნები და სამომავლო გეგმები გავაცნო. ელჩთან საუბრისას აღვნიშნე, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ აუცილებლად იბრძოლებს ხელისუფლებაში მოსასვლელად, რათა მოაგვაროს ის პოლიტიკური და სოციალური პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო