ლევან ახვლედიანი ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ შეხვედრაზე - რა თქმა უნდა, კომპრომისი ყველა მხარეს მოუწევს, ჩვენც, მთავრობასაც და ბანკებსაც

რა თქმა უნდა კომპრომისის გაკეთება ყველა მხარეს მოუწევს, ჩვენც, მთავრობასაც და ბანკებსაც, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა“ ლევან ახვლედიანმა „ინტეპრესნიუსს“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის კომენიტრებისას განუცხადა.

კონსორციუმის ხელმძღვანელი შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველა მხარემ გამოთქვა შეთანხმების სურვილი, შემდეგი შეხვედრის გამართვის თარიღი კი, სავარაუდოდ 13-18 მაისის პერიოდია.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ის რვა პუნქტი, რომელიც ინვესტორების მხრიდან არის წარმოდგენილი და მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი მიზანი შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმება იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა დიალოგისა და კომპრომისისკენ. სავარაუდოდ, ინვესტორი ბანკები მომდევნო შეხვედრის გასამართათ 13 მაისის კვირაში ჩამოვლენ“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ინვესტორების მიერ წარმოდგენილ 8- პუნქტიან მოთხოვნაში კორექტირება არ შესულა.

ცნობისთვის, 2 მაისს, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კავკასიაში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან, ანაკლიის განვითარების კონსრციუმის დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორთან ლევან ახვლედიანთან გამართა შეხვედრა.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020
თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა