გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას მოუწოდებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირიდან აცნობეს.

„ცნობილია, რომ სახელმწიფო საწარმოები, უმეტეს შემთხვევებში, მუშაობენ წაგებაზე და ფაქტობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტის დოტაციაზე არსებობენ. ამასთან, ზოგიერთი მათგანი პირდაპირ კონკურენციაში შედის კერძო სექტორთან, ისე, როგორც ეს ხდება „საქართველოს ფოსტის“ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მთავრობამ უნდა დაასრულოს სახელმწიფო საწარმოების აღრიცხვა და მოამზადოს მათი განკერძოების გეგმა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართოს“, - აღნიშნულია გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ დღეს განაცხადა, რომ „საქართველოს ფოსტის“ შეძენა „თიბისი ბანკსა” და „საქართველოს ბანკს” სურთ. მისივე განმარტებით, „საქართველოს ფოსტის“ შეძენით უცხოური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო