გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 6 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 6 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), კრწანისის, ასათიანის, სართიჭალის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას, ლესია უკრაინკას, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის, პატარა ტბის, მიქატაძის, ხერგიანის, ხევძმარის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირი IV კვარტლის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის, ვეძათხევის, გორკის, ადიგენის, არაგვისპირელის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, ქვლივიძის, ვერჰარნის, გრანელის, ლენტეხის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, ოსიაურის, იაროსლავლის, ახალციხის, ჩხეიძის, სულიაშვილის და თოიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, თამარაშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს