ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული, ოჯახის დამხმარე ქალი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული 45 წლამდე ქალი ნათია მირუაშვილი, რომელიც მოდელის სახლში დამხმარედ მუშაობდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინპტერპრესნიუსს" ირინა ონაშვილმა მიაწოდა.

თუმცა, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბრალდებული.

"ვიცი, რომ გაათავისუფლეს, 2-თვიან პატიმრობაში იმყოფებოდა. სამართლებრივად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ზუსტად არ ვიცი. საბოლოოდ როგორ შეთანხმდებიან, არც ამაში ვარ ჩახედული. როგორც გამომძიებელმა მითხრა, რაღაც პროცესი კიდევ არის ჩანიშნული", - აცხადებს ონაშვილი.

მისივე ცნობით, ბრალდებულმა ქალმა სხვა ოჯახებიდანაც მიითვისა გარკვეული ნივთები.

"დიახ, ასე ვიცი, რომ სხვა ოჯახებიდანაც რაღაც ნივთები აქვს აღებული. ამას თვითონაც აღიარებს. სხვა დეტალები არ ვიცი და ვერაფერს გეტყვით, არ მინდა შევცდე. ჩემი ნივთები ჯერ არ დაუბრუნებიათ, რადგან პროცესები მიმდინარეობს.

საუბარი ძალიან მიჭირს და მოვერიდები პასუხების გაცემას. რეალურად, თუ დანაშაულს ჩადის ვინმე, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, მაგრამ ეს ყველაფერი შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვიტონ", - აცხადებს ონაშვილი.

თავის მხრივ, პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 30 აპრილს, ნათია მირუაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ირინე ონაშვილის სამკაულების ქურდობის ფაქტზე და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

არსებული ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც ონაშვილი აცხადებს, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა. ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს