მეუფე საბა - დასავლეთის, ამერიკის და ევროატლანტიკური სტრუქტურების გარეშე, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს

დასავლეთის, ამერიკის და ევროატლანტიკური სტრუქტურების გარეშე, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძლიერი მოკავშირე სჭირდება, რომელიც მჩაგვრელი მეზობლისგან დაიცავს.

„დასავლეთი, ამერიკა, ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს მოკავშირეები არიან. მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ძლიერი მოკავშირე გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანას ყოველთვის სჭირდება მხარში ედგას დიდი ქვეყანა, რომელიც დაგიცავს შენი მეზობლისგან, რომელიც გჩაგრავს.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ გვიწევს ოკუპაციაში ცხოვრება. მცოცავი ოკუპაცია, ბოლო დროს განვიათარებული მოვლენები, ჩვენთვის უცხო არ არის და ვფიქრობ, თითოეულ ქართველს ეს გათავისებული უნდა ჰქონდეს.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვა რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან თუ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ეს აუცილებელია,” - განაცხადა მეუფე საბამ.

აღნიშნულის შესახებ მეუფე საბამ "ამერიკის ხმას" ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა